მთავარი»მსოფლიო»ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტმა მკვლელობა აღიარა – ატამბაევს უვადო პატიმრობა ემუქრება

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტმა მკვლელობა აღიარა – ატამბაევს უვადო პატიმრობა ემუქრება

7
Shares
Pinterest Google+

 

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს ასლამაზბეკ ატამბაევს ადამიანის მკვლელობა და სხვა მძიმე დანაშაულები ბრალდება – ინფორმაციას ყირგიზეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით, РИА Новости ავრცელებს.
მკვლელობის გარდა, ყოფილ პრეზიდენტს მასობრივი არეულობის ორგანიზებას, მძევლების აყვანასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ გამოვლენილ ძალადობას ედავებიან. ატამბაევს უვადო პატიმრობა ემუქრება.
ყოფილი პრეზიდენტის სახლში აღმოაჩინეს სნაიპერის თოფი, რომლითაც ყირგიზელი სპეცრაზმელი ატამბაევის რეზიდენციის შტურმის დროს მოკლეს.
„ატამბაევის სახლში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის იარაღი. მათ შორისაა, სნაიპერის თოფი, საიდანაც საბედისწერო გასროლა განხორციელდა. ექს-პრეზიდენტმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ შტურმის დროს, ჩემი ბიჭების მიმართულებით ექვსჯერ გაისროლა“ – ამბობს ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
ატამბაევის აღიარებამდე ყირგიზი სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ გასროლა ექს-პრეზიდენტის მომხრეების მხრიდან განხორციელდა, თუმცა ატამბაევის თქმით, მის მომხრეებს არათუ სნაიპერული თოფი,  ხის შურდულიც კი არ ჰქონდათ და საბრძოლო იარაღიდან გასროლა მან თავად განახორციელა. ატამბაევი აღნიშნავს, რომ ჰაერში ისროდა და სპეცრაზმელის მოკვლა არ სურდა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი მის სახლთან განხორციელებული ორი უშედეგო შტურმის შემდეგ, მესამე ცდაზე დააკავეს. შეტაკებების დროს 136-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 14 ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, ერთი სპეცრაზმელი კი გარდაიცვალა.

„პროგრესნიუსი“

წინა სტატია

"ეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის რომელ ღონისძიებად განსაზღვრეთ"?

შემდეგი სტატია

დაქირავებულის მიერ დამქირავებლის სამსახურეობრივი ავტომობილის გამოყენება დაიბეგრება