მთავარი»Slider»ყინწვისის ტაძრის იატაკი 60-იან წლებში შეიცვალა და კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს

ყინწვისის ტაძრის იატაკი 60-იან წლებში შეიცვალა და კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს

9
გაზიარებები
Pinterest Google+

ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესაში, ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას, მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი ეფრემი ეხმაურება.
„ჯერ ერთი, იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა, ის 60-იან წლებში შეიცვალა. ეს იყო კომუნისტური რეჟიმის დროს ჩამოსხმული. დაზიანებული ბორდიურები მტვრის ბუდე იყო, რაც ძვირფასი მარმარილოთი ჩანაცვლდა. აქ არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა, ისტორიულად ყოველთვის ახლდებოდა და კეთდებოდა“, – აცხადებს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი.

გუშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად შეაფასა.

წყარო

წინა პოსტი

„არ დამრჩა იმის შეგრძნება, რომ ნიკა გვარამია მორალის კითხვას და სახელმწიფოს მხელას აპირებდა..“

შემდეგი პოსტი

ავტობანზე იწვის მანქანა, რომელშიც უცხოელი ტურისტები ისხდნენ