მთავარი»პოლიტიკა»ქართველებო, შვეიცარიას თავშესაფარს ნუ სთხოვთ – ვერ მიიღებთ!

ქართველებო, შვეიცარიას თავშესაფარს ნუ სთხოვთ – ვერ მიიღებთ!

3
Shares
Pinterest Google+

საქართველო ვიზალიბერალიზაციის ღირსია, მოქალაქეებმა უნდა იმგზავრონ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე და ჩვენ ამას მხარს ვუჭერდით თავიდანვე, – ამის შესახებ საქართველოში ვიზით მყოფმა შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა, მარიო გატიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ არის მიღებული ზომები, რომ ყველა ქართველი, რომელიც შვეიცირიისგან თავშესაფარს ითხოვს, აუცილებლად მიიღებს უარს და დააბრუნებენ საქართველოში.

„ეს არის ჩვენი პასუხი. სწორედ ეს ეხმარება იმას, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეწყდეს საქართველოსთვის“, – განმარტა გატიკერმა.

ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, 16 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკონტროლო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. მას შემდეგ, რაც საქართველოში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, შვეიცარიაში მკვეთრად გაიზარდა დაუსაბუთებელი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. 2018 წელს, 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლი 87 პროცენტით არის გაზრდილი. ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 9 პროცენტს. ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ  შვეიცარიამ საქართველოს მიმართა თხოვნით, მიეღო გარკვეული ზომები. შვეიცარია თავის მხრივ, ატარებს სწრაფ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. 2018 წლიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მეხუთე ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების თითქმის არანაირი შანსი არ აქვთ.

„თავშესაფრის დაუსაბუთებელ მოთხოვნასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად შვეიცარიამ და საქართველომ განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიება და ამ მიმართულებით განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას“, – აღინიშნა პრესკონფერენციაზე.

გატიკერის თქმით, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა და ეს არის პრობლემა.

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს შს სამინისტროსთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, ეს დეკლარაცია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის მიგრაციის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებას. ამის მიზეზი კი არის ეკონომიკური. საქართველო არის მეხუთე ადგილზე შვეიცარიაში თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით, მაგრამ ახლა მესამე ადგილზეა ჩამოსული სტატისტიკით. შესაბამისად, ეს არის სწორედ, რაც გვაშფოთებს. 2016 წელს ჩვენ მივიღეთ 2000-მდე მოთხოვნა თავშესაფრის მაძიებელთა, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი კონკრეტული მიზეზი, რატომ ითხოვდნენ თავშესაფარს. არც ერთი არ დაკმაყოფილდა”,- განაცხადა მარიო გატიკერმა.

წინა სტატია

რატომ "შეიწყალა" უმრავლესობამ მარგველაშვილი და რატომ არ დადგა მისი იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში

შემდეგი სტატია

ეს უნდა დამეწერა - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი