მთავარი»Slider»ქართველები კოსმოსში რომ გავფრინდეთ, მარსზე ჰაერი ჩავიტანოთ, საქართველო მაინც ვაზის ქვეყანა იქნება

ქართველები კოსმოსში რომ გავფრინდეთ, მარსზე ჰაერი ჩავიტანოთ, საქართველო მაინც ვაზის ქვეყანა იქნება

31
გაზიარებები
Pinterest Google+

ქართველები კოსმოსშიც რომ გავფრინდეთ, მარსზე ჰაერი ჩავიტანოთ, იქ სასახლეებიც რომ წამოვჭიმოთ (გვეხერხება მშენებლობა, აგე, თბილისი როგორ ავაშენეთ) აუზებითა და ჯაკუზებით (აქუს არ უთხრათ), ჩემი საქართველო მაინც ვაზის ქვეყანა იყო და ასეთად დარჩება.
დღეს 525 ჯიში გვაქვს სახეზე, ეს მარტო ჩანაწერებით არაა – ეს უნიკალური ჯიშები გვაქვს და თუ მოვუვლით გვექნება სამარადჟამოდ…
ვიცი, აქამდე რაც წაიკითხეთ, გულში სითბო ჩაგეღვარათ და თოლთაგან ცრემლი ჩამოგიგორდათ… გაგიხარდათ, უცებ, ამაყი გახდით, ასეა ხომ? კიი, ასეა, თქვენ მე რამეს გამომაპარებთ? – ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი ვიცი…
ჰოდა, მოემზადეთ ბოღმისნთხევისა და “აი, თურმე ვაზელინი რატომ არის დეფიციტში” – ბოლო ხმაზე წიკვინისთვის… ოოო, ღმერთო ჩემო, თქვენ ხომ არ იცით, როგორ არ მადარდებს არარაობათა მოსაზრებები…
ჰოდა, დღეს რომ საქართველოში – ღვინის, ვენახის, მარნის, ჭურის, ჭინჭილას – ქვეყანაში, ვაზის 525 ენდემური ჯიში გადარჩა და გვაქვს, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
თქვენ თუ გინდათ ივანიშვილს დაუკარგეთ, ვაზის ცრემლის მადლი და ძალა რომ გადაგვირჩინა, მე პირადად ამას ვერ დავუკარგავ და აუცილებლად უნდა ვთქვა: ივანიშვილმა 463 ჯიში მოიძია (დაკარგული იპოვა, დავიწყებული შეგვახსენა), გააშენა და ამის შემდეგ მეურნეობა, სადაც ფესვნაკურთხი “შენ ხარ ვენახი” გააშენა, სახელმწიფოს აჩუქა!!
თქვენ, 20 თეთრს რომ აჩუქებთ მოწყალების მთხოვნელს და თავს გადაგვჭამთ, სიკეთე ქვაზე დავდე, წინ დამხვდებაო, მაგრამ თუ უცებ ფეხს წამოჰკრავთ ამ ქვას, სადაც თქვენი აზრით სიკეთე დადეთ და გაიშხლართებით მიწაზე, რომელიც მშრომელი გლეხის ოფლითაა გაჟღენთილი, ადგომამდე და ადგომის შემდეგაც ათასჯერ ახედავთ ცას – რისთვის, ღმერთო, – იკითხავთ და ქართველობას მიგინებთ, მე ამ სტატუსით ვერ გაგაგებინებთ რას ნიშნავნს საქართველოსთვის ვაზი!
მე თქვენ ვერ გაგაგებინებთ რას ნიშნავს დაკოჟრილი ხელების მადლი და ძალა! თქვენ ვერ გაიგებთ აი, ამ სიტყვების მადლსაც:
“…ნაზო ქალწულო, დალალდაწნულო,
ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი…
შემოდგომაზე, გვითხარ, ასულო
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!”
ან ამას გაიგებთ? გალობას სულისას:
“შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული,
ალვა სულნელი, სამოთხესა მოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული”…
თქვენთვის ხომ მთავარი “ფეშენ სახლი” , “ფეშენ მანქანა”, “ფეშენ ტელეფონი” და “ფეშენ მდგომარეობაა”….
აშმალახააააააა…. აშმალახააააა… აშმალახაააა….
ჰოდა, თქვენ ვერც ამას გაიგებთ: ივანიშვილმა ვაზის დაკარგული ჯიშების მოსაძიებლად დააფინანასა ჯგუფები, ისინი მიდიოდნენ ოჯახებში, ეძებდნენ ჯიშებს, პოულობდნენ და ბოლოს ივანიშვილმა 50 ჰექტარზე გააკეთა საცდელი მეურნეობა, რომელიც ძალიან ძვირი დაჯდა (რაკი თქვენ ფულით საზღვრავთ ყველაფერს, აუცილებლად უნდა მეთქვა ესეც). დღეს ეს უნიკალური ჯიშები ამ მეურნეობიდან რიგდება, პრინციპი აქვთ ასეთი – ბევრმა წაიღოს და გაახაროს, ამიტომ ვაზის განსაზღვრულ რაოდენობას აძლევენ მეურნეებს.
პ.ს. პოლიტიკა? ჯანდაბამდე გზა ჰქონია… ინტერვიუ? არც მომისმენია…
ვაზი?
ჰოოო, ვაზიიი, ვაზიიი…
“ობოლი ცრემლი სიყვარულისა”….

წინა პოსტი

მაშველის ისტორია: აი, ასე გადავარჩინეთ, საყვარელი ცემას, ცოლი დახრჩობას და ქმარი ციხეს

შემდეგი პოსტი

მწერალთა სახლის დარბაზის კედლებს ილიას და აკაკის პორტრეტები არ უხდება (?!)