მთავარი»Slider»“ქართული ოცნება” და ოპოზიცია არჩევნების საკითხს სასტუმრო “ბელტიმორში” განიხილავენ

“ქართული ოცნება” და ოპოზიცია არჩევნების საკითხს სასტუმრო “ბელტიმორში” განიხილავენ

6
გაზიარებები
Pinterest Google+

სასტუმრო „ბილტმორში“, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. როგორც ცნობილია, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

შეხვედრას, რომელიც 10:00 საათისთვისაა დაგეგმილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დაგეგმა შეხვედრა, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადებით,  მისასალმებელია, რომ ოპოზიციასთან შედგება დიალოგი.

„ევროკავშირს სურდა დიალოგის ხილვა, რადგან ვფიქრობთ, დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს“, – განაცხადა ჰარცელმა გუშინ,  პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

წინა პოსტი

"გიგი უგულავამ რამდენჯერაც არ უნდა დამიძახოს მონა, მის გვერდით დავდგები თუ რა?!"

შემდეგი პოსტი

პასუხი ვოლსკის: "ახლა მოგინდათ ხალხის გრძნობებზე თამაში ხომ?"