მთავარი»კულტურა»ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება

0
Shares
Pinterest Google+

რუსეთის ფილმსაცავ  „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით,  საქართველოში, გოსფილმოფონდში დაცული, კიდევ, თერთმეტი ქართული ფილმი ბრუნდება.

ფილმების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, 18 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები გაუძღვებიან. საზეიმო ღონისძიებას კინოს სფეროს, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

წყარო: http://ghn.ge

წინა სტატია

ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

ტექნიკურ უნივერსიტეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განიხილეს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.