მთავარი»საზოგადოება»„ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი გონიერი ადამიანები მძიმე სიტუაციაში არიან

„ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი გონიერი ადამიანები მძიმე სიტუაციაში არიან

2
გაზიარებები
Pinterest Google+
„ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი და მე მაქვს იმედი, რომ ეს ადამიანები ქვეყანაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე პარტიის ბედზე. მათ პოლიტიკური გამოცდილებაც აქვთ, რამდენჯერმე ნანახიც აქვთ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება და შიგნით, დღეს პარტიაში წინააღმდეგობის გაწევის რესურსიც გააჩნიათ. ანუ, იმისთვის, რომ „ოცნებამ“ მორიგი სისულელე არ ჩაიდინოს, შიგნით სერიოზული დაპირისპირება იქნება და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ დარჩენილ გონიერ ადამიანებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ უფრო მეტი გავლენის მოპოვება შეძლონ, ვიდრე იმ კომკავშირლებმა და ვითომ მეამბოხეებმა, თავიანთი გამოხტომებით. ზოგადად კი, „ოცნებისთვის“ საარჩევნო მოდელს უკვე ნამდვილად აღარ აქვს მნიშვნელობა. რადგან მათ მოსახლეობის მხარდაჭერა აღარ გააჩნიათ, შესაბამისად განაჩენიც უკვე გამოტანილია და ხელისუფლებაში დარჩენის რესურსიც ამოწურული აქვთ. მოკლედ, არსებოს ორი ვარიანტი, ან წავლენ, გადარჩებიან და მომავალში კიდევ ექნებათ იმედი, ან გაქრებიან „მოქალაქეთა კავშირივით“. ეს კი უკვე, რა თქმა უნდა „ოცნების“ გადასაწყვეტია” – აცხადებს დავით ჭიწინაძე.დავით ჭიჭინაძე
წინა პოსტი

აუცილებელია ხელი შევუწყოთ ქართველ და ფრანგ მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები

შემდეგი პოსტი

მოძრაობა „სირცხვილია“ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება