მთავარი»სამართალი»„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას ჯარიმა, ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა განუსაზღვრა

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას ჯარიმა, ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა განუსაზღვრა

6
გაზიარებები
Pinterest Google+

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას გამოაცხადა.

ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა. (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიესაჯა.

ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა ბრალდებული ნიკა მელია.

აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. სახელმწიფო ბრალდება „ბანკ ქართუს“ გაკოტრების მიზნით წინა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის მიერ შეთანხმებულ და ორგანიზებულ მცდელობას ნიკა მელიას, ზურაბ ადეიშვილს და კიდევ ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს ედავება.

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმის განხილვა სასამართლოში რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. განხილვის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 25 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან. ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ხოლო ნიკა მელიას 25 000-ლარიანი გირაო.

დღევანდელ სასამართლო სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ესწრებოდნენ.

წინა პოსტი

ნიკა მელია „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება

შემდეგი პოსტი

„ბიჭო არ ვარ“ - ცირკთან ტრანსგენდერი ექიმებს და პოლიციას დაუპირისპირდა (ვიდეო)