ქალს, რომელმაც დედამთილს ფული მოპარა, 3 წლიანი პირობითი მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრისთვის თანხის მოპარვის ბრალდებით დაკავებული ქალი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად სამი წლით გამოსაცდელი ვადით პირობით მსჯავრი მიუსაჯა.
ნინო ჭითანავა თავს დამნაშავედ ცნობს. ჭითანავა სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს და მის მიმართ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.