მთავარი»პოლიტიკა»„ქალმა გცემოს და აქ იჯდე, უხერხულია“ – გოცირიძე ზარდიაშვილზე

„ქალმა გცემოს და აქ იჯდე, უხერხულია“ – გოცირიძე ზარდიაშვილზე

0
გაზიარებები
Pinterest Google+

„ნუ გაგვიკვირდება, რომ ზარდიაშვილს გააგდებენ აქედან, რადგან ქალის ნაცემი კაცი როგორ უნდა იჯდეს აქ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ „ქართული ოცნება“ შემჩნეულია სექსისტურ მიდგომებში, ქალებს ცოტა ზემოდან უყურებენ. გარდა ამისა, პარლამენტში და პარტიაში ქურდული გაგებაც არ არის უცხო, ნუ გაგვიკვირდება, რომ ზარდიაშვილს გააგდებენ აქედან, რადგან ქალის ნაცემი კაცი როგორ უნდა იჯდეს აქ.

ნიკა მელიას რომ მოერტყა ცხვირში ან მე, იტყოდნენ, რომ ბრძოლაში დაზიანდა და ჩაეთვლებოდა, მაგრამ ქალთან დამარცხებას ვერ აიტანენ. ქალმა გცემოს და აქ იჯდე, უხერხულია. ზოგიერთი ვაჟკაცი ამას ვერ აიტანს, რადგნ აქ არიან ქურდული გაგების ადამიანები. თუ სერიოზულად მივუდგებით საკითხს, ვინ ეკითხება ზარდიაშვილს, პარლამენტში ან მოსვლას ან წასვლას“, – აცხადებს გოცირიძე.

წინა პოსტი

აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა

შემდეგი პოსტი

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა - შსს სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს