მთავარი»სხვადასხვა»„ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს“ – აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი

„ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს“ – აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი

1
Shares
Pinterest Google+

ფასდაუდებელი საბუთი და უდიდესი ქართველი მეფის ავტოგრაფი – ეროვნულ არქივში შიომღვიმის მონასტრისადმი დავით აღმაშენებლის ანდერძია დაცული (1123/1124).
საბუთს თავსა და ბოლოში ჰქონდა დართული მეფის ავტოგრაფული წარწერები:
„ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს“.
„ქ. სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო, დაამტკიცე, მტკიცედა უქციე“.
საბუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული სამართლისა და დიპლომატიკის ისტორიისათვის და მასში, ბევრ სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, დაცულია ცნობა ძმების, ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეების მეფესთან მტრობის შესახებ.
მეოცე საუკუნის დასაწყისამდე სიგელი სრული სახით იყო შემორჩენილი. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ანდერძი, სხვა დანარჩენ საბუთებთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნეს. 1919 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ამ ტერიტორიების დაკავების შემდეგ აქ დაცული ქართული სიგელ-გუჯრები ერთიანად განადგურდა. დავით აღმაშენებლის სიგელის ფრაგმენტი გადაარჩინა და 1923 წელს სარგის კაკაბაძეს გადასცა ადგილობრივმა მკვიდრმა აბრამ ევანგულოვმა.
დედნის ფრაგმენტი, ისევე, როგორც ანდერძის პალეოგრაფიული პირი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

წინა სტატია

ოცნებობდა, მის შვილს ქართველი გოგონა მოეყვანა ცოლად, აი, ისეთი, სენაკში, გზისპირა აფთიაქში რომ მუშაობდა

შემდეგი სტატია

მეცნიერებმა შექმნეს მინერალი, რომელსაც ატმოსფეროში CO2-ის შთანთქმა შეუძლია

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.