მთავარი»პოლიტიკა»„პუტინმა და პუტინის ადმინისტრაციამ მოგიკითხა, შე იდიოტო“ – ვაშაძე მდინარაძეს

„პუტინმა და პუტინის ადმინისტრაციამ მოგიკითხა, შე იდიოტო“ – ვაშაძე მდინარაძეს

10
გაზიარებები
Pinterest Google+

იმდენად უნიჭოები და ერთუჯრედიანები არიან, რომ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს მე მოსკოვში ვარ. მდინარაძეს გადაეცით, პუტინმა და პუტინის ადმინისტრაციამ მოგიკითხა შე იდიოტოო, – ასე პასუხობს გრიგოლ ვაშაძე მამუკა მდინარაძის განცხადებას.

როგორც ვაშაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, საქართველოს უამრავ მოქალაქეს აქვს მძიმე შთაბეჭდილება სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაზე.

„ბიძინა ივანიშვილის ადგილას რომ ვიყო, კინწისკვრით გავყრიდი ამ უნიჭოებს, რადგან კამერებთან ყოველი ამათი გამოჩენა არის კატასტროფა. ეს ანგრევს ქართული ოცნების რეპუტაციას და რწმენას, რომ ამ ადამიანებს აქვთ არათუ ელემენტარული განათლება, არამედ – ელემენტარული ჭკუა.“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისში, მცხეთასა და თბილისში პარტიის ოფისებთან ქართული ოცნების მხარდამჭერები სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ, ნინო ბურჯანაძესთან ერთად ხომ არ არის? -როგორც ჩანს, გაუჭირდათ და მეზობელ ქვეყანას მიმართეს. ამ ყველაფერს ვერაფრით ახსნიან”.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

თბილისის 116-ე სკოლაში მერვეკლასელი სავარაუდოდ, მეათეკლასელმა დაჭრა

შემდეგი პოსტი

შეხვდება თუ არა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვლადიმირ პუტინს?