მთავარი»საზოგადოება»„პუტინის ყოფილა სტრასბურგიც, ნატოც და ევროკავშირიც. ერთი მაქარაშვილი ვერ დაიმორჩილა“

„პუტინის ყოფილა სტრასბურგიც, ნატოც და ევროკავშირიც. ერთი მაქარაშვილი ვერ დაიმორჩილა“

8
Shares
Pinterest Google+

 

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვნახოთ, ვინ როგორ აფასებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას:

„პ უ ტ ი ნ ი ს ყოფილა ს ტ რ ა ს ბ უ რ გ ი ც კაცო, ნ ა ტ ო ც და ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ ი ც! ერთი მ ა ქ ა რ ა შ ვ ი ლ ი ვერ
დაიმორჩილა მარტო ჯერ… და ქ ა ც ა რ ა ვ ა კიდო..“ – ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე

„წულუკიანო, საქმეს რომ იმძიმებ შე უბედურო და შენი შვილი დიდხანს რომ ივლის ” პერედაჩებით” ,წარმოუდგენელია ეს არ გესმოდეს და რად გიღირს ეს ყველაფერი, რად გიღირს უდედოდ შვილის მიგდება, ვერ ვხვდები…“ ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე.

„ცნობისათვის, თუკი სახელმწიფო არ აღასრულებდა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას და არ დაურეგისტრირებდა ქიბარ ხალვაშს საკუთრებას, მაშინ ჩაიდენდა სისხლის სამართლის კოდექსის 381 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც გულისხმობს სასამართლო გადაწყევტილების შეუსრულებლობას ან შესრულებისთვის ხელის შეშლას.
თუ ასეთ მითითებას გასცემდა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მოახდენდა მინიმუმ დანაშაულის წახალისებას ან ჩაიდენდა სამოხელეო დანაშაულს“ – ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

„მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ანტიდასავლურ რიტორიკას შეეშვით, თუ შეიძლება“ – ჟურნალი „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ზოგი რომ ამბობს, რა მოხდა, იყიდონ აპარატურა, წაიყვანონ არსებული გუნდი, შენობაც, მგონი, მათია, და რა პრობლემაა ახალი ტელევიზიის გაკეთებაო…

საქმე ისაა, რომ რუსთავი ორს აქვს აწყობილი სტრუქტურა, მათ შორის – საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში, რისაც ასე ძალიან ეშინია ქოცობას, გაფორმებული აქვს კონტრაქტები და სხვა სახის იურიდიული ურთიერთობები სხვადასხვა სახის მომსახურებასა და პროდუქციაზე, და სწორედ ეს შეადგენს ტელევიზიას, და არა კამერა ან შენობა…

ამათზე ის ანეკდოტი მახსენდება, ტიპი რომ ამბობს, ჩურჩხელა არ მიყვარსო. რატომაო, მეორემ. ყურძენი გიყვარსო? :- კიო, – იმან. ფელამუში გიყვარს? – კიო; ნიგოზი? – კიო. აბა, შე შობელძაღლო, ძაფი არც მე მიყვარსო!  ძაფიზა იბრძვის ხიხო და ქიბარა ამდენი ხანია, გგონიათ?“ – ცოტნე გამსახურდია

 

წინა სტატია

“ამისთვის ყველაფერი რევოლიციის მიზეზია, სტრასბურგის გადაწყვეტილებაც კი, ტიპი იმენა გასულია!” 

შემდეგი სტატია

“რუსთავი2”-ის ახალ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა