მთავარი»საზოგადოება»„პროვინციალური, გულისამრევი, გოიმური, ქაჯური ..“ – რას პასუხობს ოთო ნემსაძე ნიკა გვარამიას კრიტიკას?

„პროვინციალური, გულისამრევი, გოიმური, ქაჯური ..“ – რას პასუხობს ოთო ნემსაძე ნიკა გვარამიას კრიტიკას?

7
Shares
Pinterest Google+

 

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ევროვიზიაზე საქართველოს მარცხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ამასობაში, ევროვიზიაზე მორიგ ჯერზე “გავპაზორდით”. სრულიად პროვინციალური, გულისამრევად ცუდი (მუსიკალურადაც და კონცეპტუალურადაც) და ქაჯური ნომრით წარვდექით. თან უკვე მერამდენედ ვაჩვენებთ სრულიად ფარჩაკ სახეს მსოფლიოს. და მერამდენედ ვერ გადავდივართ ფინალში. ამ დროს, გამორჩეული მუსიკის ქვეყანა ვართ, დანამდვილებით. თან ავთენტური, თან ძალიან ევროპული მუსიკის. და ამათ ცუდი მუსიკის და გოიმური ჰარმონიების ბღავილი გონიათ ავთენტურობა.

ერთი ცესკოს თავმჯდომარეა სამარცხვინო ბოძზე გასაკრავი და მეორე ამ საშინელებებს ვინც აგზავნის და პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას არცხვენს ყველაზე მრავალრიცხოვან საერთაშორისო ფორუმზე – ის!“ – წერს ნიკა გვარამია.

მომღერალმა ოთო ნემსაძემ, რომელიც ევროვიზიის კონკურსის ფინალში ვერ გადავიდა, ნიკა გვრამიას ასევე, სოციალურ ქსელის საშუალებით უპასუხა:

„არის რაღაცეები რასაც ვერ გაატარებ. დიახ, მე დღესაც რესტორანში ვმღერი და საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს სირცხვილია. ძალიან ბევრი მაგარი მუსიკოსი ვიცი მე რესტორანში და აი ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. პროექტების ხარისხებს მიხედე ჯიგარო. ისე 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე. ჩამორეკე ახლა გადაცემებთან” – წერს ნემსაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეთერთმეტე ნომრად გავიდა და სიმღერა „სულ წინ იარე” შეასრულა.

 

წინა სტატია

33 წლის ქალმა, რომელსაც ქმარი და დედამთილი სცემდნენდა ავიწროვებდნენ, თვითმკვლელობა სცადა

შემდეგი სტატია

ათენში 29 წლის ქართველი გოგო მოკლეს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.