მთავარი»პოლიტიკა»პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება ძალიან კარგი იქნება

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება ძალიან კარგი იქნება

0
Shares
Pinterest Google+

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. პრეზიდენტი ასევე მიესალმება, ამ შენობაში ხელნაწერთა ინსტიტუტის ან კულტურის ცენტრის განთავსებას.

“კონსულტაციებში ჩართული არ ვართ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და მიაჩნია, რომ კარგი იქნება ამ შენობის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება. ასევე, მას მოსწონს იდეა იქ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსების, თუმცა ამისთვის იქ უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტები. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას. რა ფორმით იქნება ეს, იქნება ხელნაწერთა ინსტიტუტი თუ სხვა ტიპის მუზეუმი, აქ შენობაც უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს,” – თქვა მოისწრაფიშვილმა.

ქართულ ოცნებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც უნდა იმუშაოს და გადაწყვიტოს თუ რა ფუნქცია ექნება პრეზიდენტის უკვე ყოფილ ადმინისტრაციას ავლაბარში. სალომე ზურაბიშვილმს ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარი თქვა და სამუშაოდ ათონელზე მდებარე ორბელიანების სასახლე აირჩია.

წინა სტატია

მაია კობახიძე - სად არის მასწავლებელთა ხელფასის გაზრდისთვის საჭირო ნახევარი მილიარდი?

შემდეგი სტატია

ნათია მეზვრიშვილი: დანაშაულის შინაარსობრივი ანალიზით მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი უცვლელია ან შემცირებულია

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.