მთავარი»საზოგადოება»Postv საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Postv საგანგებო განცხადებას ავრცელებს

14
გაზიარებები
Pinterest Google+

ინტერნეტ პლატფორმა Postv-ს საგანგებო განცხადება პატრიარქის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“საქართველოს პატრიარქი არა მხოლოდ ქართული ეკლესიის წინამძღოლი, არამედ უდიდესი მორალური ავტორიტეტია. ნებისმიერ განცხადებას, რომელიც შეურცხყოფს მის უწმინდესობას, ჩვენ აღვიქვამთ იმ ბინძური კამპანიის ნაწილად, რომლის მიზანი ქართული ეკლესიის მიმართ უნდობლობის დათესვა და მისი წინამძღოლის ავტორიტეტის დაკნინებაა.

ჩვენი კომპანია შეგნებულად არ შეუწყობს ხელს მისი უწმინდესობისა და ქართული ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირებას. რადგანაც ინფორმაციის ნებისმიერი სახით გავრცელებისას, თუნდაც საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, უნებურად და განუზრახვლად მაინც მოგვიწევს შეურაცხმყოფელი განცხადებების ციტირება, ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ აღნიშნული თემის გაშუქებაზე.

ეს არის “Postv”-ს გუნდის მიერ მიღებული ერთსულოვანი და მტკიცე გადაწყვეტილება, გნებავთ – სარედაქციო ცენზურა.”– ნათქვამია postv-ს განცხადებაში.

წინა პოსტი

„სინოდის გადაწყვეტილებას არ ვღებულობთ და არ ვემორჩილებით” – მარტვილის ეპარქიის მღვდელმსახურები

შემდეგი პოსტი

„ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით“