მთავარი»მსოფლიო»პოლონეთში ფერმერი, სავარაუდოდ, საკუთარმა ღორებმა შეჭამეს

პოლონეთში ფერმერი, სავარაუდოდ, საკუთარმა ღორებმა შეჭამეს

8
გაზიარებები
Pinterest Google+

პოლონეთში გაუჩინარდა კაცი, რომელზეც ფიქრობენ, რომ საკუთარმა ღორებმა შეჭამეს. ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მეზობლებმა ფერმერის მიწაზე ძვლები იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც საოლქო პროკურორი ამბობს, მამაკაცი ბოლოს 31 დეკემბერს საკუთარ ფერმაში ნახეს. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. გამომძიებლები თვლიან, რომ ძნელი იქნება სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა.

ექსპერტიზა მამაკაცს ამ კვირაში ჩაუტარდა, თუმცა შედეგები ჯერ არ არის გამოქვეყნებული.

რაც შეეხება ცხოველებს, ფერმერის ცხოველებს ვეტერინარი შეამოწმებს. ფერმერს სულ ორი დიდი ღორი და ათეული გოჭი ჰყავს. სავარაუდოდ ცხოველებს დააძინებენ.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

„ნაცემი გოგონა ამ დრომდე რეანიმაციაშია!!! ახლა გააგრძელეთ ირანელების ჩამოსახლება და სახლების გადაფორმება !!!“

შემდეგი პოსტი

გამოძალვის ბრალდებით ბათუმში თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს