მთავარი»საზოგადოება»პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები – ლგბტ თემი ტერიტორიის დატოვებაზე უარს ამბობს

პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები – ლგბტ თემი ტერიტორიის დატოვებაზე უარს ამბობს

9
Shares
Pinterest Google+

 

პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან თავისუფლების მეტროს მიმართულებით კორიდორი გააკეთა, რათა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ.

მას შემდეგ, რაც ლგბტ თემის წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან, ყვითელი ავტობუსებით ტერიტორიის დატოვებაზე უარი თქვეს, პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეები კორიდორით მარჯვენა მხარეს გადაიყვანა და თავისუფლების მეტროს მიმართულებით გასასვლელი გახსნა. კორდონის გაკეთების მიუხედავად, ლგბტ თემის წარმომადგენლები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ელოდებიან განცხადებებს და პოზიციის დაფიქსირებას კონტრაქციაზე და ძალადობაზე, რომელსაც, მათი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქვს ადგილი.

 

წინა სტატია

„როდემდე უნდა ჩაგრავდეს ამ ქვეყანაში უმრავლესობას უმცირესობა?“

შემდეგი სტატია

ინგლისსა და უელსში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.