მთავარი»სამართალი»პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

8
Shares
Pinterest Google+

 

2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, მთელი ქვეყნის  მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა.

სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ  განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად  ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ,  მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ
თქვენს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ
პოლიციას.

წინა სტატია

მარნეულის სასურსათო ქარხანამ თავისი წარმოების წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიაში გააგზავნა

შემდეგი სტატია

უმძიმესი კადრები – ამაზონის ტყიდან ცხოველების გოდება ისმის (ვიდეო)