მთავარი»საზოგადოება»„პოლიტიკაში მოსვლას არ ვგეგმავ“ – ედუარდ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გაემოხმაურა

„პოლიტიკაში მოსვლას არ ვგეგმავ“ – ედუარდ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გაემოხმაურა

2
Shares
Pinterest Google+

დღეს ფეისბუქ-გვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ მიხეილ სააკაშვილის ვაჟის ედუარდ სააკაშვილის განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც გვერდის ინფორმაციით, სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელდა.

“მინდა დავიწყო ბოდიშით. ბოდიში. ვდუმდი. ვდუმდი, რადგან განათლებას ვიღებდი.. განათლებას ვიღებდი, რათა შემეცვალა ამ ქვეყნის მომავალი, რომელსაც საფრთხე ემუქრება ჩრდილოელი მტრისგან და მისმიერ ხელდასხმული ოლიგარქისგან… დროა ჩემი სათქმელი ვთქვა შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი 20 ივნისის შემდეგ რუსი გახარია პრემიერ-მინისტრად დაგვისვეს… ახლა სიჩუმის დრო აღარაა! დარბევიდან უკვე 3 თვე გავიდა და საჭიროა საზოგადოების სრული მობილიზაცია და დროული გადაწყვეტილებების მიღება… უნდა შეიქმნას ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩვენი პარტიის ეგიდით, პირობას გაძლევთ ამ ორგანიზაციებს ღირსეულ ლიდერობას გავუწევთ მე და ჩემი განათლებული თანამოაზრეები!!! შეხვედრამდე; ე.სააკაშვილი.“,- წერია განცხადებაში.

მოგვიანებით ედუარდ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გავრცელებული განცხადება მას არ ეკუთვნის და პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს.

„ვიღაცამ მოიგონა ჩემი პოლიტიკური განცხადება – მსგავსი არაფერი დამიწერია. ოდესმე პოლიტიკაში მოსვლა თუ მომინდა (არ ვაპირებ) ასეთი უაზრო განცხადებით ნამდვილად არ ვიზამ“ – წერს ედუარდ სააკაშვილი

 

წინა სტატია

პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს? (ფოტო)

შემდეგი სტატია

მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე გამართულ აქციას შეუერთდა