მთავარი»საზოგადოება»“პლეხანოველთა” ოინი, ანუ როგორ მოხვდნენ “ფიდელი და ნიკიტა” თბილისის მილიციაში

“პლეხანოველთა” ოინი, ანუ როგორ მოხვდნენ “ფიდელი და ნიკიტა” თბილისის მილიციაში

2
Shares
Pinterest Google+

 

კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ათწლეულობის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კუბის რესპუბლიკას. კასტროს გარდაცვალების შესახებ მოსახლეობას რევოლუციონერის ძმამ, რაულ კასტრომ აცნობა. როგორც სატელევიზიო მიმართვაში რაულ კასტრომ განაცხადა, ამხანაგი ფიდელის მიერ გამოხატული სურვილის შესაბამისად, მისი ნეშტი კრემირებული იქნება“.

ხელოვნების სასახლის მეცნიერ-თანამშრომელმა უშანგ რუხაძემ “ფეისბუკში” ფიდელ კასტროსა და ნიკიტა ხრუშჩოვზე მეტად საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:

“ფიდელ კასტროს სახელს უკავშირდება 1960-იანი წლების ნაღდი ამბავი, რომელიც საქართველოში ნიკიტა ხრუშჩოვის და ფიდელ კასტროს სტუმრობის პარალელურად მოხდა. თბილისში იმ დროს ორი ცნობილიქალაქელი გიჟიიყო, “ვორონცოველიკიკა და მაღალი, შავგვრემანი, წვერებიანი მამაკაცი, რომელიც ფიდელის ორეულს წააგავდა. მავანმა “პლეხანოველებმა” კინოსტუდიაში იქირავეს სახურავ გადახდილი “ვილისი”, უკანა სავარძელზე კიკა დაფიდელიდასვეს და მათი მარჯანიშვილის მოედნიდანჩელუსკინელებამდეგაყვანაზე შეუთანხმდნენ მძღოლს. ავტომობილი ნელი სვლით დაიძრა და პლეხანოველების მთელი არმია გაჰყვა უკან, კიკას თავზე ხრუშჩოვის მსგავსი შლიაპა ეხურა, ხოლო ფიდელის ორეულსხელში სიგარის ნაცვლად პაპიროსი დააჭერინეს. ორივე მათგანი ბედნიერი სახით იჯდა ავტომობილში და ხელებს იქნევდა. სცენა იმდენად შოკისმომგვრელი იყო თბილისელებისთვის, რომ მათმა ნაწილმა ირწმუნა, რომ პლეხანოვზე მაღალი რანგის სტუმრების მსვლელობა იყო, ხოლო ერთერთმა მილიციონერმაფიდელს და ნიკიტას” “ჩესტიცკი აუღო. ვტომობილმა რამდენიმე ასეული მეტრის გავლა მოასწრო, რის შემდეგაც კიკა და მისი მეგობარი მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს და მალევე გამოუშვეს. ცნობილი ფაქტია, რომ დაკითხვაზე გამომძიებელი დაინტერესდა თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი, რაზეც კიკამ უპასუხა: შენ არ იყავი?! როგორ არ გახსოვსო…” ასე იყო ეს”.

წყარო: kvirispalitra.ge

წინა სტატია

პეტრე ოცხელის დაბადების თარიღი Google-მ აღნიშნა

შემდეგი სტატია

მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერები „ჯაყოს ხიზნების“ შესახებ

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.