მთავარი»საზოგადოება»„ფრთხილად, ხვალ სავსემთვარეობაა“ – ასტროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

„ფრთხილად, ხვალ სავსემთვარეობაა“ – ასტროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

16
Shares
Pinterest Google+

 

ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე  სოციალური ქსელის საშუალებით მოსახლეობას მიმართავსს და ზო­დი­ა­ქოს სხვა­დას­ხვა ნი­შანს აფრ­თხი­ლებს:

“გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ხვალ, 15 აგ­ვის­ტოს, 16:28 წუთ­ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა!

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხდე­ბა ლომი მერ­წყუ­ლის ღერძზე. ამ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში არ ღირს რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის და­წყე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

 ეს დღე­ე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას, მით უფრო იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბი აქვს. იმა­ტებს ასე­ვე ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და თა­ვის ზო­ნის პრობ­ლე­მე­ბიც.

არ არის სა­სურ­ვე­ლი სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე კარ­გი და ეფექ­ტუ­რია მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან, ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტო­ბე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ასე­ვე, კარ­გია დი­ე­ტის და­წყე­ბა (უკვე კლე­ბად მთვა­რე­ზე).

ამ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში არ ღირს რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის და­წყე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა

მერ­კუ­რი ურა­ნის კვად­რა­ტის გამო კვლავ გარ­თუ­ლე­ბუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია, კონ­ცენ­ტრა­ცია, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა… მო­უფრ­თხილ­დით ტექ­ნი­კას.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ მგზავ­რო­ბი­სას! ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებთ სიჩ­ქა­რეს… იყა­ვით კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

არის კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბაც… ნუ გა­მო­ი­ჩენთ აგ­რე­სი­ას, თავი შე­ი­კა­ვეთ იმ­პულ­სუ­რი ქმე­დე­ბე­ბის­გან.

უყუ­რა­დღე­ბოდ ნუ და­ტო­ვებთ ბავ­შვებს!

ასე­ვე, სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე… და­ი­ცა­ვით თავი მზის დარ­ტყმის­გან (ეს რე­კო­მენ­და­ცია თით­ქმის თვის ბო­ლომ­დეა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი)

ბედ­ნი­ერ და ხა­ლი­სი­ან დღე­ებს გი­სურ­ვებთ!” – წერს ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე.

წინა სტატია

„ოღონდ ნია არა!!! ამას არა გაპატიებ ღმერთო!!! ნია ჩემია და არ დაგითმობ“ - პატარა ნიას დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

რას ყვება 14 წლის ბიჭი, რომელსაც ISIS-ის ტერორისტებმა ხელ-ფეხი მოკვეთეს?