მთავარი»საზოგადოება»“ფილმი ქალების სიყვარულზე” – კინოთეატრ „ამირანთან“ აქცია იმართება

“ფილმი ქალების სიყვარულზე” – კინოთეატრ „ამირანთან“ აქცია იმართება

6
გაზიარებები
Pinterest Google+

ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობა” და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” ​კინოთეატრ „ამირანთან” საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თბილისში მიმდინარე კინოფესტივალის ფარგლებში ხდება ქართული ტრადიციების შელახვა და ლგბტქ-თემის პოპულარიზაცია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, თამარ შავგულიძის ფილმში „კომეტები” ქართველი ქალის ღირსება ილახება, რადგან ფილმში ქალთა წყვილის სიყვარულია მოთხრობილი.

მიუხედავად პროტესტისა, ფილმის სეანსზე მისულ მოქალაქეებს კინოთეატრში შესვლის პრობლემა არ შექმნია.

უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რეზონანსი

წინა პოსტი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირება მოხდა

შემდეგი პოსტი

მცხეთაში “გაბედეს” წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა