მთავარი»ეს საინტერესოა»ფეისბუქმა საიდუმლოდ შექმნა სახის ამომცნობი აპლიკაცია

ფეისბუქმა საიდუმლოდ შექმნა სახის ამომცნობი აპლიკაცია

8
გაზიარებები
Pinterest Google+

4 წლის წინ ფეისბუქმა საიდუმლოდ სახის ამომცნობი აპლიკაცია შექმნა, რომელსაც მისი მომხმარებლის სახის ამოცნობა ტელეფონის კამერის სახეზე მოხვედრისთანავე შეეძლო.

Business Insider-ის ცნობით  სოციალური ქსელის გიგანტმა აპლიკაცია  2015-2016 წლებში შექმნა. კონპანიაში აღიარებენ, რომ აპლიკაციის განვითარებაზე მუშაობენ, მაგრამ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ აპლიკაცია გამოიყენეს მათ მომხმარებლებზე.

ბოლო წლებში ფეისბუქი არაერთხელ გახვეულა სკანდალში მისი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაუცველობის გამო. ყველაზე გახმაურებული  the Cambridge Analytic-ის სკანდალია. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ფეისბუქმა 87 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გადასცა the Cambridge Analytic-ს, რომელიც ტრამპის წინა საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.
ახალ აპლიკაციას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მას შეუძლია მომხმარებლის თანხმობისა და ცოდნის გარეშე მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია.

აპლიკაციის მომხრეები ამბობენ, რომ ახალი ტექნოლოგია კარგი იარაღი იქნება კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისთვისა და მისი ამოცნობისთვის. ფეისბუქში აცხადებენ, რომ სახის ამომცნობი დაგიცავთ უცხოებისგან, რომლებიც თქვენი ფოტოებს Facebook-ს იყენებენ. ასევე ამბობენ, რომ მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეეძლება აპლიკაციის ჩართვა და გამორთვა. თუმცა ბოლო დროს კომპანიის მიმართ გაჩენილი უნდობლობა კრიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა აპლიკაცია ისევ მომხმარებლების წინაღმდეგ  გამოიყენონ.

inforustavi.ge

წინა პოსტი

თამბაქოს გაძვირების გამო მოწევას თავი მხოლოდ 5.3%-მა დაანება

შემდეგი პოსტი

აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს შეშა ესროლეს - „კვირა“ ვიდეოს ავრცელებს