მთავარი»საზოგადოება»„პეტრე არის ანტიეკლესიის მამამთავარი და ვინც მას გაყვება, არის ანტიქრისტე”

„პეტრე არის ანტიეკლესიის მამამთავარი და ვინც მას გაყვება, არის ანტიქრისტე”

9
გაზიარებები
Pinterest Google+

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი პეტრე ცაავაზე ამბობს, რომ ადამიანმა აბსოლუტურად ნათლად მოახდინა საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია, როცა სიწმინდის სიმბოლოს დაარქვა სიბილწე. როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, ცაავა ღიად ებრძვის პატრიარქს, რითაც სააშინელ ცოდვაშია და ანტიქრისტეს ეკლესიას ქმნის, მაგრამ არ გამოუვა.

“პატრიაქრი ჩვენი ეკლესიის სიწმინდის მთავარი სიმბოლოა, მასში ეჭვის შეტანა არავის არ შეუძლია. ეს არაკაცი, ეს ცრუ–პეტრე ამ სიწმინდეს აცხადებს სიბილწედ. ეკლესიის მთავარ სიწმინდეს სიბილწეს სწამებს. რასაკვირველია, ეს არის ღვარძლის შეტანა ეკლესიაში. ვინც კი მას აჰყვება სასულიერო პირი იქნება, თუ ერისკაცი, ამ ნაბიჯით საკუთარ თავს განკვეთავს ეკლესიიდან.

პროგორც მიშა სააკაშვილი იყო ანტისახელმწიფოებრიობის სიმბოლო, ასევე პეტრე ცაავამ თავის ადგილი საქართველოს ისტორიაში განსაზღვრა ასე – ანტიეკლესიის სიმბოლო. მსგავსი რამე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა – ასეთი ღვარძლის გავრცელება ეკლესიის წიაღში.

არასოდეს საეკლესიო განხეთქილების საფრთხე არ დამდგარა, დღეს ეს მოახერხა პეტრემ, როცა ის პატრიარქს აცხადებს სიბილწედ. თქვენ ნუ მოგერიდებათ ამის თქმა, დიახ, ის პატრიარქს უწდებს სიბილწეს. რასაკვირველია, პეტრე არის ანტიეკლესიის მამამთავარი და ვინც მას გაყვება, არის ანტიქრისტე” – განაცხადა “ფორ.ჯი”-თან ინტერვიუში დავით ზარდიაშვილმა.

წინა პოსტი

„ირანში,500-კაციან სუფრაზე მუსლიმანებმა ჩვენს პატრიარქს სთხოვეს ლოცვის წარმოთქმა“

შემდეგი პოსტი

ნოემბრის ბოლომდე თბილი ამინდები შენარჩუნდება -გარემოს ეროვნული სააგენტო