მთავარი»საზოგადოება»„პატრიოტთა ალიანსი“ მეთიუ ბრაიზას და დევიდ კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსი“ მეთიუ ბრაიზას და დევიდ კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

9
Shares
Pinterest Google+

ირმა ინაშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, ბრაიზას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი დაკაწრა ცილისწამებაა.

ასევე „პატრიოტთა“ ალიანსის ლიდერმა გუშინ მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა და თქვა, რომ დევიდ კრემერი მას ხელით შეეხო და პროკურატურამ ეს ფაქტიც უნდა გამოიძიოს.

„მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან ცილისწამებასა და ტყუილთან დაკავშირებით. დაიკითხოს ყველა დამსწრე ვინც იყო იმ წუთებში დარბაზში. დაიკითხოს კრამერიც და ქალბატონი ნინო ევგენიძე. და ყველამ აგოს პასუხი ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ვითხოვ დაიწყოს გამოძიება კრამერის და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ. ცილის მწამებელი და მატყუარა არის მეთიუ ბრაიზა. მოძალადე და მატყუარა არის დევიდ კრამერი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსი“  დევიდ კრამერის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას ითხოვს და 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ხალხმრავალი აქციის გამართვას აპირებს.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდაა ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

წინა სტატია

ხობში 63 წლის მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

„ზაქარია ქუცნაშვილის ცოლი გასასვლელთან დამხვდა და სახეში გამარტყა“ - რა მოხდა აჭარაში