მთავარი»საზოგადოება»„პატრიარქი კირილეს ქმედება აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად“ – საქართველოს საპატრიარქო

„პატრიარქი კირილეს ქმედება აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად“ – საქართველოს საპატრიარქო

2
Shares
Pinterest Google+

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა, განცხადებით ეხმაურება.

კერძოდ, საპატრიარქოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე აფხაზეთის ,,პრეზიდენტისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა არ იძებნება, მათ ეს ფაქტი არც უარყვეს. სწორედ ამიტომ, საპატრიარქო საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:

„აფხაზეთის მიწა-წყალი, რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იყოს აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.

გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში დეფაქტო პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერს გავრცელდა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში 8 სექტემბერს ჩატარდა.

წინა სტატია

მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე გამართულ აქციას შეუერთდა

შემდეგი სტატია

„რუს­თა­ვი 2-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნი შესაძლოა, ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი გახდეს