მთავარი»საზოგადოება»„პარტიას ეხმარება გადამზადებაში“ – მაია მიმინოშვილი მუშაობას “ქართულ ოცნებაში” იწყებს

„პარტიას ეხმარება გადამზადებაში“ – მაია მიმინოშვილი მუშაობას “ქართულ ოცნებაში” იწყებს

5
გაზიარებები
Pinterest Google+

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში” განაგრძობს.

არსებული ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს.

მიმინოშვილი გამოცდების ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გასული წლის სექტემბერში, განათლების მინისტრმა ბატიაშვილმა გაათავისუფლა.

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის “ქართულ ოცნებაში” დასაქმებას პრემიერი ეხმაურება და აცხადებს, რომ ის პარტიას გადამზადებაში ეხმაურება და თავის გამოცდილებას უზიარებს.

“ის არის მაღალი დონის პროფესიონალი. პარტიას ეხმარება ტრენინგებში, გადამზადებაშიდა იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მას აქვს ამ მიმართულებით”, – ამბობს პრემიერი.

რაც შეეხება ახალი სახეები მოძიებას, მამუკა ბახტაძე პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ახალი სახეების მოძიება „ბუნებრივი პროცესია”.

“ეს არის პარტიაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი. ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს განახლებაზე, ახალი, საინტერესო ადამიანების მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანების მოზიდვაზე და ბუნებრივია, ეს არის ვალდებულება მმართველი პარტიის”, – დასძინა ბახტაძემ.

 

წინა პოსტი

„მე ვარ შვილმკვდარი მამა და ჩემი შვილის მკვლელებზე შურს ვიძიებ”

შემდეგი პოსტი

„უფალმა ერთი ჭიქა შავი ღვინო ასვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მეტყველების უნარი წაართვა“