მთავარი»Slider»„პარლამენტის წინ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ“- უსამართლო სამართალი

„პარლამენტის წინ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ“- უსამართლო სამართალი

9
Shares
Pinterest Google+

 

მეუღლის მიერ მშობლების დანატოვარი სახლიდან გამოძევებული 70 წლის მამაკაცი, რომელზეც „პროგრესნიუსი“ ერთი თვის წინ წერდა, აპირებს პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართოს და პარლამენტის წინ თავი დაიწვას. მეუღლის მიერ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცი თვეებია, ღამეს აეროპორტში და ცხოველთა თავშესაფარში ათენებს, რითაც მისი საკუთრების უფლება ირღვევა. ამჟამად მის უფლებებს „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ იცავს. (ორგანიზაციის იურისტის თხოვნით, მამაკაცის ვინაობას არ გავამხელთ)
რას მოთხოვნები აქვს სახელმწიფოსთან და რამ აიძულა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე იფიქროს, თავად ბატონი გიორგი გვიამბობს:

 

_ სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.. ასეთი უკანონობა არც მინახავს და არც გამიგია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკუთარ სახლშიარ მიშვებენ, რომელიც მშობლებმა დადამიტოვეს. ვისჯები იმიტომ, რომ მამაკაცი ვარ, რაც თურმე პოტენციურ მოძალადეს ნიშნავს. რა გავაკეთო არ ვიცი.. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიმართულებით გავმართლდი, დავამტკიცე, რომ ცოლზე ფიზიკურად არ შევხებივარ და ძალადობას ადგილი არ ჰქონია, დასჯილი მაინც მე ვარ, რადგან მას გავლენიანი მფარველი ჰყავს. ვერ გავიგე, რადგან ის ქალია და მე კაცი, ბოლომდე უნდა ჩამძირონ? ამ ქვეყანას კაცი მარტო საომრად ჭირდება?
_ თქვენი საქმე ერთ-ერთ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა მამაკაცია ქალისგან დასაცავი და არა პირიქით..
_ ეს უკვე იშვიათი შემთხვევა აღარ არის. ჩემი ინფორმაციით, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ქალებზე ძალადობის ცრუ ბრალდებით ციხეში 2000-მდე კაცი ზის. ჩემი ცოლის მსგავსად, რომელმაც ცრუ ბრალდებებით ჩემი მშობლების დანატოვარი ვაკის ბინა ხელში ჩაიგდო, ბევრმა ქალმა მოახერხა კანონის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება. სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მე ვცემდი, ამ დროს, თვითონ თმებით მათრია და თავი მარტყმევინა, სულ დალურჯებული ვიყავი.. მაია ნიკოლაიშვილისა და სამხარაულის ბიუროს მიერ გაცემულია ჩემი ცემის დამადასტურებელი დასკვნები, სადაც პირდაპირ წერია, რომ ცოლმა სასიკვდილო დარტყმები მომაყენა, მაგრამ სასამართლო ყურადღებას არ აქცევს, იმიტომ, რომ ჩემს ცოლს გავლენიანი მფარველი ჰყავს. იმის ნაცვლად, რომ ის დასაჯონ, მე მომისაჯეს შემაკავებელი ორდერი იმის საფუძველზე, რომ თურმე ქალბატონს ჩემი ეშინია და მორჩა. სასამართლომ შესთავაზა, თუ გეშინიათ, თავშესაფარში გადადითო, მაგრამ ამაზეც უარი განაცხადა.
_ რა მიზეზით?
_ ძაღლს ვერ დავტოვებო და მე, ადამიანი რომ ქუჩაში ვარ, ამას თურმე არა უშავს..  სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულიად უკანონოდ მაქვს შეზღუდული საკუთარ სახლში შესვლა, რითაც ირღვევა ჩემი საკუთრების უფლება. ბოლოს და ბოლოს, 25% მაინც ხომ მეკუთვნის საკუთარი სახლიდან? რა უფლებით მიზღუდავენ? როდემდე უნდა მეძინოს აეროპორტში? ამხელა თანამდებობის პირი ვიყავი და დღეს ბომჟივით დავდივარ.. ვინაიდან ხელისუფლებას და სასამართლოს ხმ ვერ მივაწვდინე, იძულებული ვარ, პარლამენტის წინ მივე, ბენზინი გადავისხა და თავი დავიწვა.. სხვა გამოსავალი უბრალოდ, არ მაქვს..

„პროგრესნიუსი“

 

 

 

წინა სტატია

"ჰოლანდიელი ზუგდიდში იყრის კენჭს და ქუთაისელი კაცი რომ ზესტაფონის მერი გავხდე, რა პრობლემაა"

შემდეგი სტატია

„გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე“ - ტაქსის მძღოლებმა მორიგი აქცია დააანონსეს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.