მთავარი»მწერლობა და პოეზია»პაოლო იაშვილი – ამღამ მგონი იქნება ქარი

პაოლო იაშვილი – ამღამ მგონი იქნება ქარი

0
Shares
Pinterest Google+

ამაღამ მგონი იქნება ქარი,
ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი,
დაღონებული წავიდა ქმარი
და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.
დიდი ხანია ამ ბუხრის ალში,
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება,
ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში,
ჩემი ცოდვილი პატიოსნება.
ალბათ მოყვება მას სავარცხელი,
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის,
მეტყვის ბრძანებით: მომეცი წყალი,
ჩემი ფერადი სპარსული დოქის!
ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო,
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში),
ღვინით გასვრილი მისი საყელო,
გადავარდება მყუდრო კუთხეში.
ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე.
რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია,
დაეძინება მას ჩემზე ადრე.

წინა სტატია

11 მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ

შემდეგი სტატია

UNESCO-მ გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.