მთავარი»საზოგადოება»ოცნებობდა, მის შვილს ქართველი გოგონა მოეყვანა ცოლად, აი, ისეთი, სენაკში, გზისპირა აფთიაქში რომ მუშაობდა

ოცნებობდა, მის შვილს ქართველი გოგონა მოეყვანა ცოლად, აი, ისეთი, სენაკში, გზისპირა აფთიაქში რომ მუშაობდა

9
Shares
Pinterest Google+

“პასქა და ღომი აფთიაქიდან: აღდგომის დღეებში მივდიოდით ზუგდიდიდან მარტვილში. გზად ერთ მგზავრს წამალი დასჭირდა და სენაკთან გზისპირა პატარა აფთიაქთან გავაჩერეთ. შევედით შიგ. თაროებზე უამრავი წამალი ელაგა. წინ დახლი იდგა შემინული. დახლს მიღმა მშვენიერი, პუტკუნა გოგონა იღიმებოდა, რომელსაც დახლზე რა არ დაელაგებინა. გულგრილი არ ვარ ნუგბარების მიმართ და ამიტომ გადავათვალიერე. ხაჭაპური, სულგუნი, შემწვარი ღომის დაბრაწული ნაჭრები, სამნაირი სალათა, ბანანები, დიდ ნაჭრებად მოხარშული ხორცის ნაჭრები, შოთის პურები, მეგრული ხარჩო, ნამცხვრები, შოკოლადები და რამდენიმე ცალი უზარმაზარი პასქა მთელ დახლზე გაეფინა.
სტუმარმა, რომელიც უცხოელი იყო დახლსმიღმა მდგომ გოგონას ანიშნა, რომ პასქა აინტერესებდა და თუ შეიძლებოდა გაესინჯა.
მე სირცხვილით დავიწვი და სოტელიასავით გავწითლდი, მეუხერხულა. გოგონამ გაუღიმა სტუმარს, თავი დაუქნია და საჭირო წამლის სწრაფად მოძებნა დაიწყო. აი ამის მერე კი დაიწყო რაც დაიწყო…
აფთიაქიდან ოცი წუთის დაგვიანებით გამოვედით. ეს გოგონა და უცხოელი ქალბატონი ძლივს დავაშორე ერთმანეთს. დახლს მიღმა და გადმოღმა უჭახუნეს ერთმანეთს არყის სირჩები. ის აფთიაქში დავტოვე შებუჟბუჟებული და ეს ბარბაცით წამოვიყვანე მანქანისაკენ. ხელში იმ გოგონას მიერ ძალით გამოტანებული ორი პარკი ეჭირა. სულგუნისა და ღომის ნაჭრებით, მოხარშული ხორცით, ხაჭაპურებით, ნამცხვრებით და პასქებით სავსე.
იმ დღიდან ეს ქალი საქართველოში ექვსი დღე იყო და მხოლოდ ერთს ოცნებობდა. მის შვილს ცოლად ქართველი გოგონა მოეყვანა. აი ისეთი, სენაკში, გზისპირა აფთიაქში რომ მუშაობდა, პუტკუნა, ლამაზი პირისახით, თბილი ღიმილით და თვალებში ეშმაკებით” – წერს ზურა ბაუჟაძე.

ფოტოდ გამოყენებულია 11 წლის მარიამ ტალახაძის ნახატი

წინა სტატია

გურული დღიურების ფონდს სამი სტიპენდიატი შეემატა

შემდეგი სტატია

„ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს“ - აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.