მთავარი»საზოგადოება»“ოცნების” კასპის მერი “ნაცების” მობრუნებას ელოდება და ნიადაგს იმზადებს – ირაკლი მილაძე

“ოცნების” კასპის მერი “ნაცების” მობრუნებას ელოდება და ნიადაგს იმზადებს – ირაკლი მილაძე

11
Shares
Pinterest Google+

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე კასპში არსებული კოჰაბიტაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“ახლა კი რეალურად დავწერ, თუ რა ხდება კასპის რაიონის მერიაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში და აიპი სამსახურებში:
2012 წელს 19 წლის ვიყავი, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ კამპანიაში ჩავერთე და როგორც ახლა ვხვდები, ჩავერთე წინასწარ მოტყუებულ კამპანიაში. უდიდესი რეპრესიები გადავიტანეთ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მებრძოლმა ადამიანებმა. ჩვენგან ერთერთი – ია ქვლივიძე, “ნაცების” ზონდერებმა სასტიკად სცემეს. გარდა ამისა, “ზონდერების” ინტერესის არეალში მოხვდნენ კობა გზირიშვილი და გოჩა კობაური. ტარიელ ქაწაშვილი საერთოდ, შვილის ტოლმა ზონდერებმა სცემა. ილია ნონიაშვილი ზონდერებმა გაიტაცეს და ისე სცემეს, რომ ოპერაცია დასჭირდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო. მე მაშინდელი პოლიციის უფროსი, მალხაზ ბარნოვი (ხვლიკი) ცოცხით მემუქრებოდა, რომელიც არჩევნების შემდეგ მელოდებოდა. არჩევნების დღეს 4 პირობით გათავისუფლებული ბიჭი მოიყვანეს ზონდერებმა ჩვენ უბანზე და მე ერთ-ერთი ვიყავი, რომელმაც წინასწარ შემოხაზული ბიულეტინები ამოვაცალე ერთ მამაკაცს. ამ ზონდერებმა იარაღებით და დანებით გამოიწიეს ჩემზე და ჩემს თანამოაზრე გიორგი გულიკაშვილზე. “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მაკა სომხიშვილი სასტიკად დამემუქრა იმ იმედით, რომ ნაცები გაიმარჯვებდნენ არჩევნებში და სასტიკად გამისწორდებოდნენ 2 ოქტომბერს. ეს ქალბატონი დღეს საკრებულოს აპარატშია დასაქმებული. ადგილობრივი სუსის ხელმძღვანელობის ოჯახის წევრებიც მემუქრებოდნენ და იძულებული ვიყავი, კასპი დამეტოვებინა და რამდენიმე დღე თბილისში ვიმალებოდი. დღეს ყველა ეს ადამიანი კასპის გამგეობაში და საკრებულოში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ. არა მხოლოდ არ დასჯილან ზონდერები, არამედ მათი ოჯახის წევრები იმაზე წარმატებულად არიან დასაქმებულები, ვიდრე ეს “ნაცების” დროს იყო. კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა მერიაში დააბრუნა ყველა მთავრობას მორგებული, კომუნისტი გენო ხაჩიძე. სპორტსკოლის დირექტორად დანიშნეს თაღლითობის გამო ნასამართლევი გოგი ნიპარიშვილი. სამთავრობო პედაგოგები და სპორტული სკოლის დირექტორები კიდევ ცალკე საკითხია… ჩამონათვალი ძალიან დიდია და ეს უპრინციპო და ფულის მონა ხალხი წარმოადგენს დღეს კასპის ელიტას. მათი ოჯახის წევრებიც ასე იყვნენ – მუდამ იმ პარტიას ერგებოდნენ, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა. მათთვის არ არსებობს იდეა და ღირებულებები. მუდამ ქამელეონის პოზიციაში არიან და ვინც მისცემს თუმანს, ეს კიკუებიც მისთვის გაიხდიან. სიმართლის გამო მე პროვოკატორს მეძახიან, ადამიანს, რომელსაც მართლა აწუხებს ქვეყნის ბედი და თუ რაიმეს ვამბობ, ეს მხოლოდ სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარეა. ეს მედროვეები კი ჭამენ და ანადგურებენ ქვეყანას.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირი კასპის მერთან, მანუჩარ მერებაშვილთან დაახლოებულია. ეტყობა “ოცნების” მერი “ნაცების” მობრუნებას ელოდება და ნიადაგს წინასწარ იმზადებს. ამასობაში, ეს მედროვეები ჩემნაირებს დასცინიან და ჭკუას ასწავლიან. ადამიანებს, რომლებიც სამსახურებს არ გამოვეკიდეთ და ბოლომდე დავდექით პრონციპების დასაცავად. მე სამსახური ჩემი გადაწყვეტილებით დავტოვე, მაგრამ იმის პირობასაც გაძლევთ ყველას, რომ მე მალე დავბრუნდები…”, – წერს ირაკლი მილაძე.

წინა სტატია

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

შემდეგი სტატია

„რას მიზამ? გაიმეორე.. საქმეზე ილაპარაკე, ნაგავო – პაპუაშვილი ბოკერიას დაუპირისპირდა (ვიდეო)

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *