პოლიტიკა

„ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ჰგონიათ, რომ მსოფლიო ფულზე გაიყიდება“

„ ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს პარტნიორებზე. იმიტომ რომ, მათ ჰგონიათ, როგორც აქ ესენი იყიდებიან ივანიშვილის სასარგებლოდ, მსოფლიოც ასევე ფულზე გაიყიდება. „ – ასეთ შეფასებას აძლევს ლობისტებში გადახდილ მილიონებს, პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

„ სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში, სასამართლოს პოლიტიკური მიზნით გამოყენება , არაფორმალური მმართველობა, ეს ყველაფერი არ ჯდება იმ ნორმებში, რომელ ნორმებშიც ითხოვს„ოცნება“, რომ ლობისტურმა კომპანიებმა ჩასვან. და რაც არ უნდა ფული გადაიხადონ, თუ ღირებულებებში აცდენაა, არაფერი გამოვა, რადგან დემოკრატიულ მსოფლიოს თავისი მკაცრად დადგენილი წესები აქვს. მოკლედ, „ოცნებაც“ და მანამდეც „ნაცებიც“, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდნენ ბიუჯეტიდან ამ ლობისტურ კომპანიებზე და იმიჯის გაუმჯობესებაზე. გარკვეულ ეტაპამდე ეს მუშაობდა კიდეც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, „ოცნების“ ხელისუფლებამ, პროდასავლურობის და დემოკრატიის დეკლარირებასაც კი დაანება თავი. ანუ, როდესაც ქვეყნის შიგნით იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენს პარტნიორებს უქმნის უხერხულობას, შედეგიც შეასაბამისი დადგა.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close