მთავარი»საზოგადოება»ოტობაიადან დღეს გატაცებული მამაკაცი ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის მოწმეა?!

ოტობაიადან დღეს გატაცებული მამაკაცი ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის მოწმეა?!

5
Shares
Pinterest Google+

 

„პრაიმტაიმმა“ დღეს გამთენიისას გატაცებულ ლევან ძაძუასა და გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შორის კავშირი დაადგინა. ირკვევა, რომ კვირას რუსმა ოკუპანტებმა ორივე ერთად გაიტაცეს. მოგვიანებით კი ძაძუამ გამტაცებლებისგან თავის დაღწევა შეძლო.

„პრაიმტაიმს“ ინფორმირებული წყარო უყვება, რომ დღეს დილით პირველ ოტობაიაში უამრავი სპეცრაზმელი მივიდა და ძაძუა სახლიდან ძალით გაიყვანეს.

„ყველა გაოგნებული იყო. ძალიან პატიოსანი ოჯახის შვილია. მამა იქვე სოფელში დალაქად მუშაობს. მთელი სოფელი ფეხზე იდგა. ეტყობა რუსებს შეეშინდათ, რამე არ ეთქვა ისეთი, რადგან ექიმების გარდა, ისიც მოწმე იყო იმ ამბის, რაც ირაკლი კვარაცხელიას დამართეს გალში. ალბათ ახლა „დასამუშავებლად“ წაიყვანეს“, – აცხადებს რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც ობიექტური მიზეზებით ვერ ვამხელთ.

პირველი ოტობაიადან 30 წლის ლევან ძაძაუას გატაცების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ერთი ვერსიით, ის სოხუმში წაიყვანეს.

პრაიმტაიმი

 

წინა სტატია

რატომ აუკრძალეს ფოლკლორულ ანსამბლს საიუბილეო ღონისძიებაზე 41 სანთლის ანთება?

შემდეგი სტატია

მოსახლეობა წინაპრების სასაფლაოებს შლის და ყიდის

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *