ორი მოხუცი

0
Shares
Pinterest Google+

შემოდგომის შუაღამეს ოდა სახლის პატარა ოთახის ბუხარში კუნძი ზანტად იწვოდა. ბუხრის მოპირდაპირედ, კარის გასწვრივ, ორივე მხარეს, საწოლზე მიტრადო და ნიტიფორე იწვნენ. ორივე ფხიზლობდა. ეს მათთვის ჩვეული რამ გახლდათ.

– პირველათ გამიჭირდა დღეს, მიტრადო, ხომ იცი, იმ ხეის გასხეპა.

– გაგიჭირდებოდა, აბა რაი, რა ხნის ხარ დაგავიწყტა? გითხრა შენ გაბომ -მე ვიზამო- და არ ქენი!

– ოჰ, ა! მაგას ვათქმიებდი ახლა ხალხს ,,დაბერდაო,,? მეტი საქმე არ მაქ!

– ბიჯო! გადამრევ მე შენ! მაი სიბერე შენი ბრალია თუ რაი?!

– არაა ჩემი ბრალი, მარა მაინც არიკაცს არ ვათქმიეფ მაგას! მორჩა და გათავდა! – განაწყენდა ნიტიფორე.

– უყურე ახლა ამას! იმ ხიდან ძნეყვა რომ მოგედინა ძირს, ამაზე თუ იფიქრე?!

– რაც მოსახთენია იი ისეც ხთება და ასეც, გინდა გაი და გინდა ნუ გახვალ! არ ვათქმიებდი მეთქინ, არა!

– რა ჯიუტიც ახალგაზდობაში იყავი, დასულ იგივე ხარ ახლაც და მაგფერი ჩახვალ მიწაში!

– ე მასე, მიტრადო, პაწა დაბრძენებულხარ! მაგას არ გეჩიჩინები მთელი ცხოვრება, რომე ნუ შეეცთები ჩემს გადაკეთებას მეთქინ? ბიჯოს! ძლივს არ მოვესწარი?!

– ა! უყურე ახლა ამას?! აი რა მითხარი, ბერიკაცო? არ გრცხვენია? მაქფერი ქენქერა გგონივარ იმას ვერ მიმვხთარიყავი, რომე აღარაფერი გეშველებოდა? მეწყინა ახლა მაი მე!

– ჰო, კაი ახლა კაი… რაცხა მომწყურდა, კამპოთი დარჩა?

– კი არის იქინე, დაგისხა?

– ა! რას ჩივი, ქალო? როის ამიყენებიხარ ასე გვიან? როის შემიწუხებიხარ, მითხარი? ახლა მაინცდამაინც ახალგაზდობის ამბებს თუ არ გეიხსენეფ კაი იქნება და ისე როის? მიტრადო პასუხს არ სცემდა. ნიტიფორეს სლუკუნი შემოესმა, წამოდგა და ცოლს საწოლზე ჩამოუჯდა.

– მიტრადო…მიტრადო კაი ახლა გეხვეწები…გაჩერდი ახლა…ხომ იცი რა მემართება შენ რომ ტირი… მიტრადო… – და თვალები დამსკდარი ხელისგულებით შეუწმინდა.

– დამფხოჭნე, ხო დამფხოჭნე… – რბილად უსაყვედურა მიტრადომ და ხელებზე ხელი მოუთათუნა.

– კაი, ხო აღარ ვიტირეფ…ისე შენ მართალი ხარ – გააგრძელა მიტრადომ.

– ხო, რაში?

– მესამოცე წელია რაც განსაკუთრებულათ მექცევი

– მერე მაი პაწაა?

– არაა პაწა, ნიტიფორე, მარა აი გული მაინც ისე რომ მტკივა, რაფერც მაშინ? რომ ვეფერს ვერ უხერხეფ? და რომ არც გამისკტა?!

– ხო… არ გასკტა… არც ჩემი არ გასკტა… – რა გჭირს, ნიტიფორე?… ტირიხარ?

– ამეტირა პაწა…ბადიში მაინც გვყოლოდა…არც მიორე მოგვცა ღმერთმა….თვარა იქნება შვილთაშვილებსაც ქე მოვსწრებოდით…

– ხვალ იქნება წავსულიყაით…

– წევიდეთ, ხო, წევიდეთ… კაი დავწობი ახლა მე – ეს თქვა, წამოდგა და ცოლს შუბლზე ეამბორა.

– კამპოთი რომ გინდოდა, აღარ სვამ?

– არა, აღარ მინდა.

– მე რომ დავლიო, მაშინ დალევ?

– მაშინ კი, დავლევ.

– ხო, და დამისხი დილისკენ ბუხარში ნაკვერჩხლები ბჟუტავდა მხოლოდ. ნიტიფორე ადრიანად ამდგარიყო და შეშის ნაჭრები დაემატებინა. ახლა კი ცოლს სასთუმალთან უჯდა, უკვე გახაზირებული,,… წუხელ ხომ ორმა მოხუცმა სასაფლაოზე წასვლა გადაწყვიტა?

მერაბ ჩხაიძე

წინა სტატია

რაც უფრო ბედნიერია ადამიანი, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს და ნაკლებად ავადმყოფობს

შემდეგი სტატია

როგორ შევარჩიოთ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე და როგორ მოვუაროთ მას

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.