მთავარი»სამართალი»ომარ გამყრელიძე შვილს დედის მკვლელობაში დაეხმარა? – საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

ომარ გამყრელიძე შვილს დედის მკვლელობაში დაეხმარა? – საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებით განხილვა იწყება. ამჯერად, სასამართლო 85 წლის ომარ გამყრელიძის საქმეს განზრახ მკვლელობაში შესაძლო დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით განიხილავს.

“პრაიმტაიმმა” მოიპოვა ბრალის დადგენილება, რითიც ირკვევა, რომ პროკურატურა უშუალოდ მკვლელობას არა ომარ გამყრელიძეს, არამედ მის ვაჟს, ნოდარ გამყრელიძეს ედავება.

„ნოდარ გამყრელიძეს, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, კონფლიქტი ჰქონდა თავის დედასთან, ელიზა გამყრელიძესთან, რის გამოც, შურისძიების მოტივით, გადაწყვიტა ელიზა გამყრელიძის განზრახ მკვლელობა. ომარ გამყრელიძემ, ელიზა გამყრელიძის განზრახ მკვლელობაში დახმარების მიზნით, ნოდარ გამყრელიძეს გადასცა გეკო 23 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ომარ გამყრელიძე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა“.

ბრალის დადგენილების მიხედვით, იკვეთება, რომ ომარ გამყრელიძეს, გამოძიება, მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავება.

ომარ გამყრელიძის ადვოკატი, გილერ ენდელაძე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობაში დაეხმარა ვინმეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჯერ მკვლელი არ დაუდგენიათ და ეს ვის დაეხმარა? ქვეყანას აცნობეს, ოთხი პირი მოკლაო და აღმოჩნდა, რომ ერთის მკვლელობაში დახმარებას ედავებიან. გარდა ამისა, ვინც მკვლელი ჰგონიათ, იმას თურმე დანაშაული უმოტივოდ ჩაუდენია და იმასაც, მხოლოდ დედა მოუკლავს“, – ამბობს ენდელაძე.

ელიზა გამყრელიძესთან ერთად მოკლული კიდევ ოთხი პირის შესახებ არაფერია ნათქვამი. ექსპერტიზით, მხოლოდ მათი გარდაცვალების მიზეზი, დრო და ადგილია დადგენილი.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

რატომ მიუახლოვდა NATO-ს გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს? - ალიანსის განმარტება

შემდეგი პოსტი

რუსეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“ ეძებენ, რომელმაც კრასნოდარში ათობით ოჯახი აწამა და დააყაჩაღა