მთავარი»პოლიტიკა»ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება

9
გაზიარებები
Pinterest Google+

 

ოკუპირებულ აფზახეთის რეგიონში გუშინ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხმების 26,6%-ით ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ე.წ. აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ ინფორმაციით, 154 საარჩევნო უბნიდან შედეგები დათვლილია 150 უბანზე და მიღებული მონაცემების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, „კანდიდატმა“ ალხას კვიწინიამ – 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ხაჯიმბა და არშბა დაუპირისპირდებიან.

წინა პოსტი

„გვარამიას ულტიმატუმმა დაანგრია „რუსთავი 2” - მამუკა გამყრელიძე

შემდეგი პოსტი

”დაათვალიერეთ ჩემი გაზონი, ის გაფუჭდა“ - ელისაბედ მეორე დონალდ ტრამპს გაზონის დაზიანებას საყვედურობს