მთავარი»საზოგადოება»ოკუპანტებს ლევან ძაძუა სხვა ადამიანში შეეშალათ და შეცდომით დააკავეს

ოკუპანტებს ლევან ძაძუა სხვა ადამიანში შეეშალათ და შეცდომით დააკავეს

4
Shares
Pinterest Google+

 

გუშინ გალის რაიონის სოფელ პირველი ოტობაიადან გატაცებული ლევან ძაძუა თავისუფალია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს” ინფორმირებული წყარო ატყობინებს. მისივე ცნობით, ძაძუა ოკუპანტებს სხვა ადამიანში შეეშალათ.

„წუხელ გვიან ღამით მოიყვანეს სახლში. დაუკითხავთ. ასე უთქვამთ, რომ სხვა ძაძუაში შეეშალათ და შეცდომით დააკავეს. როგორც ვიცი, სახლში ცემის მერე, იქ, სოხუმის განყოფილებაში აღარ უცემიათ”,- აცხადებს წყარო.

სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა 13 მარტს, გვიან ღამით დააკავეს. აყვანის დროს იგი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. ნაცემი იყო ლევან ძაძუას მამა იური ძაძუაც.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღს დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები აწერია

შემდეგი სტატია

Facebook-ი ორმა წამყვანმა მენეჯერმა დატოვა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *