მთავარი»საზოგადოება»„ეს არის არასწორი ინფორმაცია“ – ალი ბაბაევი განცხადებას ავრცელებს

„ეს არის არასწორი ინფორმაცია“ – ალი ბაბაევი განცხადებას ავრცელებს

11
გაზიარებები
Pinterest Google+

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე შეზღუდვები  ამოქმედდა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისტორიული ჰერეთის ნაწილში, საინგილოში (ზაქათალა-კახის რაიონები, აზერბაიჯანი) ქართულნომრიან მანქანებს არ უშვებენ. ამასთან დაკავშირებით, “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” პრეზიდენტ ალი ბაბევი განცხადებას ავრცელებს:

„მე, როგორც აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე საქართველოში, მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თითქოს აზერბაიჯანული მხარე ხელს უშლის და აფერხებს საინგილოში, კერძოდ კახის რაიონში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის მოსალოცად მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს. მინდა გითხრათ, რომ მივმართე რა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ასევე, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, მინდა დარწმუნებით გითხრათ, არავითარი პრობლემა და შეფერხება აზერბაიჯანული მხრიდან არ შეექმნებათ მომლოცველებსა თუ აზერბაიჯანის ვიზიტორებს, რომლებიც კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და ვადებს ითვალისწინებენ. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთოდ ნებისმიერ პირს, აუცილებლად გადაამოწმონ ინფორმაციის სისწორე. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ისევე როგორც საქართველო – აზერბაიჯანისა, ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა და ხორციელდება უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი. აზერბაიჯანი ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ლტოლვილთა დაბრუნებას მშობლიურ ადგილებში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ გაავრცელებთ არასწორ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას. გილოცავთ ყველას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ, რომ წმინდა გიორგის ძალა შეგვეწიოს საქვეყნო საქმის კეთებაში. მრავალს დაესწარით“ – აღნიშნავს ალი ბაბაევი.

წინა პოსტი

გულანთებულ ახალგაზრდებს ხელისუფლება შემწყნარებლობით უნდა მოეკიდოს

შემდეგი პოსტი

შალვა ნათელაშვილის შვილი გაათავისუფლეს