მთავარი»პოლიტიკა»ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება დატოვა

ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება დატოვა

10
გაზიარებები
Pinterest Google+

რუსეთში ნინო ბურჯანაძის ვიზიტის გამო თაკო ჩარკვიანმა და მისი პარტიამ „კანონი და სამართალი“  ოპოზიციური გაერთიანება დატოვა.

“როცა მთელს მსოფლიოს ვეუბნებით, რომ რუსეთი გვებრძვის და იბრძვის, რომ დაგვაბრუნოს თავის სივრცეში, აი, ამ დროს სრულიად უადგილოდ მეჩვენება ეს ვიზიტი, თორემ მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ რუსულ ვექტორს “სირბილი” დავუშალო მოსკოვში პუტინთან, მაგრამ ამ უმძიმეს ვითარებაში, ვფიქრობ ტალახი ყველას, მთელ ქვეყანას ესხმება! პროპორციული გასაგებია, მაგრამ სულ მთლად ნუ დავაბნევთ უცხოელ — ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც თან დახმარებას ვთხოვთ! ბრძოლა უზურპატორის წინააღმდეგ გრძელდება — “პუტინი” კაბაში მეყოლება თუ შარვალში ამ ქვეყანაში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს!” — წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

წინა პოსტი

თბილისში შეძენილ ბიჟუტერიაში კადმიუმი და ტყვია ნორმას რამდენიმე ასეულჯერ აჭარბებს

შემდეგი პოსტი

ნათია თურნავა: პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც ყოველთვის ხელს შევუწყობთ