მთავარი»საზოგადოება»ნიკა მელიას პატიმრობა არ შეუფარდეს

ნიკა მელიას პატიმრობა არ შეუფარდეს

8
Shares
Pinterest Google+

ნიკა მელიას პატიმრობა არ შეუფარდეს. მოსამართლემ მას 30 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, დაცვის მხარე 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა. სხდომას ესწრებოდნენ მელიას თანაპარტიელები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე, რესპუბლიკური პარტიისა და ევროპული საქართველოს წევრები.

სახელმწიფო ბრალმდებელმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას მიმართ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთი ღონისძიების გამოსაყენებლად. მისი თქმით, ნიკა მელია დიპლომატიური პასპორტით სარგებლობს, რაც მას საშუალებას აძლევს იმოგზაუროს გამარტივებულად.

გარდა ამისა, მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის საზღვარგარეთ წავა და ამით თავს აარიდებს მართლმსაჯულებას. პროკურორის თქმითვე, მელია გამოკითხულ ან გამოსაკითხ მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას. მან ასევე აღნიშნა, რომ მელიას მიმართ გამოყენებულია გირაო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რამაც ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა.

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “პოლიტიკური ანგარიშსწორების კლასიკურ მაგალითთან” აქვთ საქმე. ადვოკატმა განაცხადა, რომ ნიკა მელია 7 წელია ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და არასდროს შეუშლია ხელი გამოძიებისთვის. კონდახაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ნიკა მელიას პოლიტიკური განეიტრალების მიზანს ემსახურება: “მსგავსი ტიპის სადამსჯელო ღონისძიებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დაძაბოს არსებული პოლარიზაცია”.

ადვოკატი 10 ათას ლარის ოდენობის გირაოს შუამდგომლობა დააყენა და ხუთდღიანი ვადა ითხოვა. ის აცხადებდა, რომ მელია მზად იყო, ჩაებარებინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი. გარდა ამისა, მელიას თავდებად ჩაუდგნენ ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ყველა დეპუტატი და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი.

მოსამართლემ თავდებში ჩამდგარ დეპუტატებს, მათ შორის დავით ბაქრაძეს ჰკითხა, თუ რა ურთიერთობა აქვს ნიკა მელიასთან. ბაქრაძემ ტრიბუნასთან აღწერა, რომ წლების მანძილზე იცნობს და მისი თანაპარტიელი იყო.

“სრულად მაქ გაცნობიერებული, თუ რას მოვაწერე ხელი”, — თქვა ბაქრაძემ. ასეთივე კითხვით მიმართა მოსამართლემ დარბაზში მყოფ დეპუტატს ენმ-ის წევრ თენგიზ გუნავას და ევროპული საქართველოს წევრ სერგო რატიანს. რატიანმა თქვა, რომ მათი ფრაქცია მთლიანად თავდებად უდგება ნიკა მელიას. დეპუტატმა ოთო კახიძემ კი აღნიშნა, რომ მელიას დიდი ხანია იცნობს და იუსტიციის სამინისტროში ერთად მუშაობდნენ. მისი პოზიციით, მელიას მიმავლის ვარაუდი ცინიკურია.

წყარო: on.ge

წინა სტატია

ქარს თესავენ - ქარიშხალს მოიმკიან - ნიკა მელია სასამართლოში წავიდა

შემდეგი სტატია

ვიღებ ბოდიშებს იმათგან ვინც ამბობდა, რომ ნიკა მელიას დაპტიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა