მთავარი»საზოგადოება»ნიკა გვარამია: ერქომაიშვილმა გენიოსი უშიკიშვილი ხელისუფლებას ფოლკლორის ცენტრიდან გააგდებინა

ნიკა გვარამია: ერქომაიშვილმა გენიოსი უშიკიშვილი ხელისუფლებას ფოლკლორის ცენტრიდან გააგდებინა

4
გაზიარებები
Pinterest Google+

„სიმღერა აახლოვებს.
ამჯერად ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთიც კი ჩაიყვანა შორეულ გურიაში, კორუფციით და კრონიზმით ცნობილ ქოცდეპუტატ ოდიშარიასთან, ბიძინას „ლიჩნი” მომღერალ ერქომაიშვილთან (პირადად რომ გამოაგდებინა ახალ ხელისუფლებას გენიოსი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრიდან) და სხვა წვრილწვრილ ქოცებთან ერთად პოლიფონიის შესაკრავად. იმ გურიაში, კინაღამ რომ ჩაქოლეს დამხვედრმა გურულებმა ჩასული დელეგაცია, შიმშილით ვკვდებით და რა კალანდა 2020-ის საზეიმოდ ჩამოხვედით თქვენი ჯიპების ესკორტებითო.
აი, მაგალითად ჩვენთან, სასწაულებრივად უმოკლეს ვადაში გახსნილ მთავარ ოპოზიციურ არხზე, იმავე ქალაქში რომ მდებარეობს, სადაც ამერიკის საელჩო, არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით. მით უმეტეს, გურულ პოლიფონიას – ნამეტნავად რთულია“, – წერს ნიკა გვარამია

წინა პოსტი

“არანაირი პრიზი არ ერგოთ, მხოლოდ პროქტოლოგის კონსულტაცია შერჩათ“

შემდეგი პოსტი

ანრი ოხანაშვილს "ლელოს" აქტივისტმა და ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა შეურაცხყოფა მიაყენა