მთავარი»საზოგადოება»NDI – ლიდერების საქმიანობის დადებით შეფასებაში კახა კალაძე პირველ ადგილზეა

NDI – ლიდერების საქმიანობის დადებით შეფასებაში კახა კალაძე პირველ ადგილზეა

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის დადებით შეფასებაში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს.

მის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა 33% აფასებს, ძალიან კარგად 10%, ცუდად 16, ხოლო ძალიან ცუდად 7%.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 19% კარგად აფასებს, ძალიან კარგად 1%, ცუდად 21, ძალიან ცუდად 9%.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საქმიანობას კარგად 17% აფასებს, ძალიან კარგად 3% , ცუდად 17, ძალიან ცუდად 5%.

აღნიშნული კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

წინა პოსტი

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა” – “ბოლო ზარის” მაისურები პატრიოტული თემატიკით (ფოტო)

შემდეგი პოსტი

10:00 საათის მონაცემებით რაჭაში მხოლოდ ერთი პირველკლასელი დარეგისტრირდა