მთავარი»პოლიტიკა»„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა შეცვალა

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა შეცვალა

3
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობას 75 ხმით მხარი დაუჭირა, ორი დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ითხოვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბადრი ბასიშვილის ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ კენეჭისყრის საკითხი არ განხილულიყო ან გადადებულიყო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდოდნენ.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტი მოითხოვს, რომ აუცილებლად მოხდეს კენჭისყრა, წინაღმდეგ შემთხვევაში სხვა საკითხებს ვერ განიხილავენ.

„რაც შეეხება საკითხის გადადებას, პარლამენტის რეგლამენტი, პირდაპირ, იმპერატიულად ითხოვს, რომ დეპუტატის როგორც უფლებამოსილების ცნობის, ასევე მისი შეწყვეტის საკითხის განხილვა და კენჭისყრა აუცილებლად უნდა მოხდეს სესიის დაწყებისთანავე. სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია, ვიდრე ეს არ იქნება განხილული. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან  უპასუხისმგებლობის ზენიტია ის, რომ პარტიული სიით წარმოდგენილი კანდიდატის განხილვაზეც კი არ შემოდის, რომ ხმა მისცენ. მათი მიზანია, მოახდინონ პარლამენტის დისკრედიტაცია. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ შევასრულოთ ვალდებულებები, რომლებიც არის გათვალისწინებული კანონმდებლობით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

წინა პოსტი

20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლეს

შემდეგი პოსტი

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს