მთავარი»საზოგადოება»ნაციონალები „გავრილოვის სიის“ შედგენას იწყებენ

ნაციონალები „გავრილოვის სიის“ შედგენას იწყებენ

0
Shares
Pinterest Google+

პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ისინი დღეს პარლამენტში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მოსასმენად და მისთვის სპეციალური გზავნილის გადასაცემად მივიდნენ, მაგრამ ვინაიდან მამუკა ბახტაძე დღეს ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში აღარ გამოვა, პლენარულ სხდომას აღარც „ნაციონალები“ დაესწრებიან. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ფრაქციის წევრებთან ერთად ჟურნალისტებს განუცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, შემდეგი კვირიდან ისინი დაიწყებენ მუშაობას, როგორც პარლამენტში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ შედგეს ე.წ. „გავრილოვის სია“.

“იმ ხალხის ჩამონათვალით, რომელიც დღეს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას, რომელიც ფაქტობრივად გზას უხსნის შემდგომ ოკუპაციას რუსეთის მხრიდან და შესაბამისად, მოითხოვს ამ ადამიანების წინააღმდეგ ზომების გატარებას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღეს პლენარულ სხდომაზე უნდა გამოსულიყო, თუმცა როგორც imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ის ანგარიშით დღეს აღარ წარდგება.

საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა.

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

წინა სტატია

მერკელის მდგომარეობა დამძიმდა? - კანცლერი შტაინმაიერთან შეხვედრის დროს ცუდად გახდა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

მორიგი უბედური შემთხვევა ექსკურსიაზე - მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა