მთავარი»ეკონომიკა»ნათია თურნავა – გილოცავთ ახალ წელს, განსაკუთრებით მათ, ვინც ახალ წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ

ნათია თურნავა – გილოცავთ ახალ წელს, განსაკუთრებით მათ, ვინც ახალ წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ 2020 წელს, მინდა ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახალ წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც წინა წლების მსგავსად ახალ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეჩერო ცენტრში შეხვდა და იქ, ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებს პირადად მიულოცა ახალი წელი.

„როდესაც ჩვენ ყველა ახალ წელს ვზეიმობთ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეჩერო ცენტრში მომუშავე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში ყველგან იყოს შუქი და ბედნიერი ახალი წელი გვქონდეს,“ – განაცხადა მინისტრმა. მან ასევე განსაკუთრებულად გამოყო სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც დღესასწაულების მიუხედავად, ღამის ცვლაში მუშაობენ და პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს.

საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრში ნათია თურნავა მართვის ფარის მუშაობას გაეცნო, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში მიმდინარეობს 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობა – ცვლაში მორიგეობს სამი დისპეტჩერი, რომლებიც ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.

სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია  ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.

წინა პოსტი

ეკატერინე მიქაბაძე - ნოემბრის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა როგორც მრეწველობის და მშენებლობის, ისე მომსახურების სექტორებში

შემდეგი პოსტი

როგორ შეხვდნენ საქართველოში ახალ წელს