მთავარი»კულტურა»ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია

ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია

0
Shares
Pinterest Google+

ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი,  ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.

​ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.

​გერმანული Voice-ის ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ედ შერონი სპეციალური ნომრით წარსდგა. მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

გამარჯვების შემდეგ ნათია თოდუამ ფინალური სიმღერა The Voice of Germany-ის სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულა.

წინა სტატია

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი

შემდეგი სტატია

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.