მთავარი»სამართალი»მთვრალმა მძღოლმა 35 წლის პოლიციელი იმსხვერპლა

მთვრალმა მძღოლმა 35 წლის პოლიციელი იმსხვერპლა

9
გაზიარებები
Pinterest Google+

 

თიანეთში პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის” ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ერთ-ერთ ავტომობილს ამოწმებდნენ.

ამ მომენტში, გზად დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ქვეითად მყოფ პოლიციელებს დაეჯახა, შედეგად კი 35 წლის პოლიციელი, ლერი მათურელი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულის სახით დაკავებულია 1974 წელს დაბადებული მძღოლი – ზ.ბ, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა. დანაშაული 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო.

“პრაიმტაიმი”

 

წინა პოსტი

"რუსი ქალი, მართლა ქალი, დაგვავიწყდა სადღა არი“ - ლანჩხუთის მერმა რუს ქალებს ლექსი მიუძღვნა

შემდეგი პოსტი

საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავეს