მთავარი»ეს საინტერესოა»მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 18, 7 მილიონ დოლარად ანინიმურმა მყიდველმა შეიძინა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 18, 7 მილიონ დოლარად ანინიმურმა მყიდველმა შეიძინა

11
Shares
Pinterest Google+

 

საავტომობილო კონცერნმა Bugatti მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტმობილი შექმნა – 18, 7 მილიონ დოლარად ღირებული La Voiture Noir (შავი ავტომობილი).
La Voiture Noir -ის ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც Bugatti-ს 110 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა, ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა.
„შავ ავტომობილს“ თავისი ისტორია აქვს. ეს სახელი კომპანიის დამფუძნებლის ეტორე ბუგატის შვილმა ჟანმა თავის ერთ-ერთ ავტომობილს დაარქვა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე უკვალოდ გაქრა. ეს ამბავი ავტოკონცერნის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანად დარჩა.
La Voiture Noir-ს შეუძლია 2,5 წამში 100 კმ.სთ სიჩქარე განავითაროს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 420 კმ.სთ-ია.
ნახეთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტმობილის ექსკლუზიური მოდელი.

„პროგრესნიუსი“

წინა სტატია

„კოლინ პაუელის ამ განცხადებაზე არაფერი უთქვამთ ნაცმოძელებსა და სატელიტებს?“ (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ოთარ აბესაძეს ქრთამის აღება არ დაუდასტურდა