მთავარი»სამართალი»მოზარდთა პორნოგრაფიის საქმეზე არასრულწლოვანი გოგონების მშობლები დააკავეს

მოზარდთა პორნოგრაფიის საქმეზე არასრულწლოვანი გოგონების მშობლები დააკავეს

7
გაზიარებები
Pinterest Google+

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, რამდენიმე მათგანი კი, არასრულწლოვანი გოგონების მშობლები არიან.

აღსანიშნავია, რომ 17:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა, რომელზეც განცხადება სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ სექტემბერში 11 პირი დააკავა, მათ შორის უცხოეთის 2 მოქალაქე და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრულწლოვნების მშობლები და ოჯახთან დაახლოები პირები.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 143 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას გულისხმობს.

წინა პოსტი

„ტრაგედიები იმიტომ ხდება, რომ სკოლას დამრიგებელი აღარ ჰყავს და ბიუროკრატიას გადავაყოლეთ მოსწავლეების უსაფრთხოება“

შემდეგი პოსტი

ბერმა ნიკოლოზმა მრევლს 100 ლარიანები დაურიგა (ვიდეო)